GITA-ს ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით, ყველა ტექნოპარკში იხსნება კოდინგის პარკები, სადაც ყოველწლიურად 1000-მდე მოსწავლე ჩაერთვება პროგრამირების სასწავლო კურსში.

კოდინგის პარკის მიზანია მოსწავლეები დააინტერესოს Web Design და Web Development-ის მიმართულებით, დაეხმაროს იმ ცოდნისა და უნარების განვითარებაში, რომელიც მოამზადებს სამომავლოდ ტექნოლოგიური პროფესიებისთვის.

პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა კვალიფიციური ლექტორისგან მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ყველაზე მოთხოვნად პროფესიებში.

კოდინგის პარკი მოსწავლეებს სთავაზობს როგორც ჩაწერილ ონლაინ კურსებს, ისე ე.წ. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებულ ფიზიკურ ტრენინგებს საქართველოს ყველა ტექნოპარკში.